რეზონანსი
07.11.2022

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის.

„კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს", - აღნიშნა გუტერეშმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ სიჩქარეზე გვიდგას. გაერო-ს კლიმატური კონფერენცია გვახსენებს, რომ პასუხი ჩვენს ხელშია, დრო კი მიდის - ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. სათბური აირების გამონაბოლქვის მოცულობა იზრდება, გლობალური ტემპერატურა ზრდას განაგრძობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ მომენტს, რომლის შემდეგაც კლიმატური ქაოსი შეუქცევადი იქნება", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას - აშშ-ისა და ჩინეთს ეკისრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×