რეზონანსი
24.11.2022

ბელარუსის უშიშროების ძალების დაახლოებით 10-15 ათასი თანამშრომელი მზად არის მონაწილეობა მიიღოს რუსეთის "ე.წ. სპეცოპერაციაში" , - ამის შესახე ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

"ბელარუსის რესპუბლიკის უშიშროების ძალების დაახლოებით 10-15 ათასი თანამშრომელი მზად არის მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ფედერაციის ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციაში. პირველ რიგში, მაღალი ფულადი მხარდაჭერის მიმზიდველობის გამო" - თქვა გრომოვმა.

მისივე თქმით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად შეფასებულია როგორც დაბალი. ასეცე ბადლად ითვლება მათი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმის გამო, რომ პერსონალის უმრავლესობამ უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბელარუსის მოსახლეობას მოუწოდეს, თავიდან აიცილონ ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×