რეზონანსი
24.11.2022

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში სექტემბრის შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების ჩახშობის საქმეებს გამოიძიებს.

ინიციატივას მხარი 25-მა ქვეყანამ დაუჭირა, 6-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 16-მა წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა.

მანამდე თეირანის წარმომადგენელმა ჯენევაში განაცხადა ქადიჯე კარიმმა დასავლეთის ქვეყნები ადამიანის უფლებათა საბჭოს ირანზე თავდახმისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და ამ ნაბიჯს, "საშინელი და სამარცხვინო" უწოდა.

ირანში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო.

ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტები ყვებიან პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.

აშშ-მ და ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მაჰსა ამინის დაკავებასა და დაღუპვასა და ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელ უსაფრთხოების სამსახურებს სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×