რეზონანსი
24.11.2022

დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ - „ბლეფია", რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვს.

„მე მგონი, დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც შენ მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული, არ აღიარებ. ათას შეურაცხყოფას აყენებენ სალომე ზურაბიშვილს. დღეს ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის იქნებ სააკაშვილი შეიწყალოთო. ეს უბრალოდ სირცხვილია.

ჩემი რჩევა [სალომე ზურაბიშვილს] არ სჭირდება. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. მას არ სჯერა, რომ პირველი - დეპოლარიზაცია ამაზე არის დამოკიდებული და მეორე - არ უნდა მართლმსაჯულებაში ჩარევა," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×