რეზონანსი
24.11.2022

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და – 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა.

შემ­თხვე­ვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ “მაგ­ნი­ტში” მოხ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მუ­შა­ობ­და.

ქალი ცე­ცხლის ალში ად­გილ­ზე­ვე და­იწ­ვა. ფაქ­ტის შე­ემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში ისი­ნიც და­შავ­დნენ, ქა­ლის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც ვერ შეძ­ლეს. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც, ის ახლა თერ­ჯო­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

“წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ არ ვიცი რა მოხ­და, კაცი გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და თურ­მე და და­შორ­დნენ. შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და არ ურიგ­დე­ბო­დაო. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქო­ნია გა­მო­წე­რი­ლი კაცს, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა და­იც­ვა ეს გოგო. ორი ბავ­შვი და­ობ­ლდა” – უყ­ვე­ბა ambebi.ge -ს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×