რეზონანსი
25.11.2022

გუ­შინ, თერ­ჯო­ლა­ში ყო­ფი­ლი ცო­ლის გან­საკთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის, ლე­ო­ნიდ ზვი­ა­და­ძის დედა აცხა­დებს, რომ მის შვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

„ჯავ­რობ­და დღე და ღამე, რომ ცოლ-შვი­ლი სახ­ლში არ ჰყავ­და, ვერ ის­ვე­ნებ­და. მან ვერ გათ­ვა­ლა ის, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა... მას მისი სიკ­ვდი­ლი არა­სო­დეს უნ­დო­და, გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და. სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში აკი­თხავ­და. იღებ­და ის გოგო ამას (ყო­ფილ ქმარს) სახ­ლში, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი უშ­ლიდ­ნენ. ეს ჰყავ­დათ სა­უ­კე­თე­სო გოგო. ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ აყე­ნებ­და, მაგ­რამ სი­ტყვი­ე­რად კი კა­მა­თობ­დნენ", - აცხა­დებს „მთა­ვარ არხთან" ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. ქალი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა ფაქ­ტის შემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც. ამ­ჟა­მად ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×