რეზონანსი
25.11.2022

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის კვარტალური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.8% იყო.

რაც შეეხება ძირითად დაშვებებს, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ეყრდნობა, მათ შორისაა, ტურიზმის მოცულობის ზრდა. დოკუმენტის მიხედვით, ტურიზმის მოცულობა მე-4 კვარტალში 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დაახლოებით 2.1-ჯერ გაიზრდება. ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მოსალოდნელია შიდა ტურისტული აქტივობის შენარჩუნებაც.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზის თანახმად, მე-4 კვარტალში ასევე გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს.

პროგნოზის განმსაზღვრელ კიდევ ერთ არგუმენტად, საბიუჯეტო ოფისი, ვაჭრობის გაუმჯობესებას ასახელებს, კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული:, „მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც. მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც. გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×