რეზონანსი
25.11.2022

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა მიმდინარეობს კლანებს შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ჩაიგდებს პარტიის სადავეებს ხელში.

კახა კალაძის განცხადებით, იკვეთება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის კლანი.

„ბრძოლა მიმდინარეობს პარტიის სადავეებს ხელში ვინ ჩაიგდებს, ვისი საკუთრება იქნება ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ასევე ვის ექნება გავლენა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. რა თქმა უნდა, იკვეთება დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის კლანი. კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქი, ყველამ ვიცით როგორ იშოვა ფული, დღეს თავის თავს მედია მენეჯერს უწოდებს. საზოგადოებამ კარგად ვიცით ვინ არის, რა ცხოვრებით უცხოვრია ამ ადამიანს. ეს დაპირისპირება უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×