რეზონანსი
25.11.2022

უკრაინის პარლამენტში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომლის ექტრადირებასაც აშშ ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Українська правда ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თავად დავით არახამია ვენაში ვიზიტსა და დმიტრო ფირტაშთან შეხვედრას ადასტურებს.

მისი თქმით, ფირტაშთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის ოლქში პორტების შესანარჩუნებლად, სადაც DF Group-ი ფლობს „ნიკა-ტერას“ პორტს, ასევე ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საკითხი“.

ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში შესაძლო ექსტრადირებას აპროტესტებს.

აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოსაპოვებლად ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და აქტივების კონფისკაცია ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×