რეზონანსი
25.11.2022

შევთანხმდით, რომ პროცესი არ უნდა ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარდგებიან.

„პირველი და მთავარი ის არის, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყო პრინციპებზე შეთანხმებით, რამდენად მზად არის ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისებისთვის და ვთანხმდებით თუ არა, რომ პროცესი არ უნდა ჩაიშალოს. შევთანხმდით, რომ პროცესი არ უნდა ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე. ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად. ამ ეტაპზე სახელსა და გვარებზე არ ვლაპარაკობთ. საზოგადოებამ იცის, რომ არიან კანდიდატები, რომლებზეც ვერავინ შევთანხმდებით და გამოირიცხა ეს კანდიდატები. ახლა ყველა საკუთარ გუნდთან ვაპირებთ საუბარს და შემდეგი რაუნდისთვის ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარვდგებით", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა", დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×