ბოლო დროს აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი და სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს დაცული დეზინფორმაციისგან და იმ მანიპულაციური მცდელობისგან, რომელსაც ყველა ერთად ვაკვირდებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას.
„რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატისგან, რომ ცენტრ ემპათიის მიერ მომზადებული დასკვნა უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. ეს ცენტრი ატარებდა ექსპერტიზას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და ამ მიზნით ჩვენ მივეცით საშუალება, რომ ჩამოსულიყვნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც ჩაუტარებდნენ შესაბამის კვლევებს და დადებდნენ დასკვნას. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ეს ფოტო, ეს არის ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა. ასევე, ჩვენ ვიხილეთ საუბარი, რომ ვითომდა სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან და ასევე, შემდგომში გავრცელდა საუბარი ექსპერტთან, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილი საუბრობდა, რომ თითქოს იგი აწამეს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს - შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება და საბოლოო ჯამში სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან მტრის ხატი ჩამოყალიბდეს. ბუნებრივია ამ ყველაფერს ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ბრეგაძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|