რეზონანსი
18.12.2022

ხონში მოკლული 33 წლის გიორგი ჩალაძის დედა "მთავარ არხს" უყვება, რომ 17 დეკემბერს ღამით სახლში ხმაურ შემოესმათ, რის გამოც, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

"მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და 3 ჭრილობა აქვს...ჩემი შვილი ვერ გადავარჩინე, ჩემი შვილი გადამარჩინე დედიო, ვერ გადავარჩინე....ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ", - უთხრა "მთავარს" მოკლულის დედამ, ნატო ჩალაძემ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, როგორც "მთავარ არხს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×