რეზონანსი
18.12.2022

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ომი რუსეთმა დაიწყო.

"ჰააგის სასამართლომ ეს დასკვნა გამოიტანა, ამან დამატებით დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მე ეჭვი არ მეპარება მაგაში, რომ ეს გულწრფელი იყო. ყველამ იცოდა ვინ დაიწყო ომი, ჩვენ არავის ტერიტორიაზე შევსულვართ და შესაბამისად, სავსებით მართლზომიერია და არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ჰააგამ", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×