რეზონანსი
18.12.2022

გაფორმებული დოკუმენტით საქართველომ ის ადგილი საბოლოოდ დაიკავა, რა ადგილიც მას აქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა 4 ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.

„ასევე, ის პრიორიტეტი რაც გააჩნია ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობით, რომ შეასრულოს ტრანზიტის როლი და იყოს ჰაბი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, რეალურად იქნა გაფორმებული. ჩვენ უკვე შეგვიძლია პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რითაც საქართველო შეძლებს ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული. ერთის მხრივ სარგებელი მიიღოს ამ პროექტებისგან და მეორეს მხრივ წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×