რეზონანსი
18.01.2023

"კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლეს ყოველთვის აქვს ჭრა! თქვე დალოცვილებო, ახლა გაიგეთ რომ ლიფტი კორპუსში მცხოვრებთა საკუთრებაა?"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

ნიკოლეიშვილი თბილისის მერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა.

"კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლეს ყოველთვის აქვს ჭრა! თქვე დალოცვილებო, ახლა გაიგეთ რომ ლიფტი კორპუსში მცხოვრებთა საკუთრებაა? თქვენ რომ უნდა მიხედოთ, მოუაროთ, იზრუნოთ მის ფუნქციონირებაზე ეს ახლა გაიგეთ? ვინმემ უარი გითხრათ თანადაფინანსებაზე, ან შეკეთებაზე? არა! რას ითხოვთ ახლა, რომ მილიონნახევრიან ქალაქში, კორპუსებში იაროს მერიამ და ამოწმოს ლიფტების მდგომარეობა? და დღეს თუ კარგია და ხვალ ხარვეზი აქვს, ანუ ყოველ დღე იაროს? სინდისი აღარ გაქვთ? დიახ, ჩვენ უნდა მივხედოთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა. ვინმემ გთხოვთ ასფალტის დაგება ან განათების ბოძის გარემონტება? გეუბნებიან შენი საცხოვრებელი სახლის ლიფტზე, რომელსაც უნდა მოუაროთ და თუ რამე პრობლემა აქვს, მიმართოთ მერიას! ეს არის ორჯერ ორი ოთხი!"- წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×