რეზონანსი
18.01.2023

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე, როდესაც ლიფტის გაუმართაობამ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე შეიწირა.

კორპუსის თავმჯდომარემ "კურიერის" კამერის წინ საუბარი დღესაც არ ისურვა. ლიფტი კი, რამაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე დალუქულია. ირკვევა, რომ მუსხელიშვილის 9 ნომრის მაცხოვრებლებს გამგეობისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში არ მიუმართავთ.

ადგილობრივებს ლიფტის შეცვლის მოთხოვნით გამგეობისთვის რომ არ მიუმართავთ ამას მუნიციპალიტეტში შეტანილი კორპუსის ამხანაგობის განაცხადიც ადასტურებს. ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელს მოსახლეობის უმრავლესობა აწერს, ირკვევა, რომ 9 სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებისთვის პრიორიტეტი სახურავის და საკანალიზაციო სისტემის შეცვლა იყო.

დედაქალაქის მერი ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ ლიფტების მოვლა-პატრონობა ბინათმესაკუთრეთა პასუხისმგებლობაა. მისი განმარტებით, ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ლიფტების პერიოდული ექსპერტიზა. თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება ხარვეზები, დასკვნის საფუძველზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ან მისი რეაბილიტაცია თანადაფინანსების პროგრამით მოხდება.

მერის ინფორმაციითვე, დედაქალაქის მერია ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამებზე 40 მილიონ ლარს ხარჯავს.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×