რეზონანსი
18.01.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის იერიშის მთავარი ძალისხმევა კვლავ ბახმუტისკენ არის მიმართული.

მათივე განცხადებით, რუსული ძალების მიერ ბოლო საათებში გახსნილი ცეცხლის მოგერიება დონეცკის 13 დასახლებულ პუნქტთან მოუწიათ. მათ შორის სოლედარის, კრასნა ჰორას, ბახმუტის და დრუჟბას მიმართულებებზე.

ასევე უკრაინის გენშტაბის ცნობით, წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის იერიშები ავდეევკასა და ზაპოროჟიეს წინააღმდეგ.

რაც შეეხება, კონტრიერიშს, გენშტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალები თავდაცვით პოზიციებზე ნოვოპავლოვკასა და ხერსონში არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×