რეზონანსი
19.01.2023

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კვლავ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე საუბრობს. „პალიტრანიუსის" ეთერში კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. კასიანოვმა ასევე ისაუბრა ჯავშანმანქანა „დიდგორზე" და ირწმუნება, რომ „დიდგორი" ჰუმანიტარული მიზნით სჭირდებათ.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, რომლებიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი"?", რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა

უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართზე 30 ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა", - განაცხადა კასიანოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×