რეზონანსი
19.01.2023

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომელიც იარაღის გადაცემაზე საუბრობს, მმართველ გუნდში ომში ჩართვის მცდელობად აფასებენ.

"როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის დავალება კვლავ არის საქართველოს ომში ჩართვა და როგორც ხედავთ, ეს მცდელობები გრძელდება. კასიანოვის განცხადება ეხება ხან ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას, რომელზეც საქართველოს უარი არასოდეს არ უთქვამს და ახლახანს, საქართველომ 25 გენერატორი შეიძინა სპეციალურად უკრაინისათვის. რაც შეეხება სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას, ამას განვიხილავთ როგორც კონფლიქტში ჩართვის მცდელობასა და ჩართვას, შესაბამისად საქართველო ყოველთვის თავს აარიდებს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას ამ ომში,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფაშვილი.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კვლავ იარაღის გადაცემაზე საუბრობს, ანდრეი კასიანოვი ისევ ბუკების თემას შეეხო, თუმცა ამჯერად ის აკონკრეტებს, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა. ანდრეი კასიანოვმა ამის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×