რეზონანსი
19.01.2023

ყველაფერი სააშკარაოზეა, ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", როგორი დაპირისპირებაა. ერთი, რაც აკლიათ, არის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არჩევნების შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება „ნაციონალურ მოძრაობაში".

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, მელია გააძევონ თანამდებობიდან, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება ამ პარტიაში. თუმცა, ცხადია, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია , შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×