რეზონანსი
19.01.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მთლად დარწმუნებული არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია. ამის შესახებ მან დავოსში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინ-დისკუსიის დროს განაცხადა.

„დღეს მთლად არ მესმის, ვის ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე მთლად არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს თუ ვინ იღებს. რომელ პირთა წრე? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. მთლად არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს, მეორე დღეს კი სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. არ მესმის კარგად, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ვამბობთ „მშვიდობიანი მოლაპარაკებები", მთლად არ მესმის, ვისთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ტერიტორიები დიპლომატიის გზით გაეთავისუფლებინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები მშვიდობას არ ნიშნავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×