რეზონანსი
19.01.2023

ლაფის ჩამოსარეცხად არავინ უნდა გაიხადოს საქმე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„იმდენი სისულელე და ჭორი ვრცელდება ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რომ კომენტირებაც არ ღირს. სამწუხაროდ, ის, რაც ითქმის და რა ლაფსაც ზოგიერთები ერთმანეთს ესვრიან, ესეც ჩამოირეცხება, თუმცა, სასიამოვნო არ არის. ჩამოსარეცხად არავინ უნდა გაიხადოს საქმე",- აღნიშნა გოცირიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" კლანებს შორის დაპირისპირება და ერთმანეთის მხილება გრძელდება. ნიკა მელიას წინააღმდეგ განცხადებას ამჯერად დიმიტრი შაშკინმა გააკეთა. შაშკინის თქმით, მელიას ფინანსურად მამუკა ხაზარაძე ეხმარება და მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში პარტია „ლელო" ლობირებს.

ნიკა მელიას კლანი დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს. ამბობენ რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია. ლევან ხაბეიშვილის მხარე კი მელია-ხაზარაძის გარიგების შესახებ, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×