რეზონანსი
29.01.2023

„ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის, ამომრჩეველი კი ვერიფიკაციის კოდის მოლოდინშია. ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. ოთხიათასამდე ამომრჩეველი, რომელმაც პარტიის ბედი მომავალ ხელმძღვანელს უნდა ანდოს, არჩევანს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აკეთებს, თუმცა პარტია ელექტორატს აიმედებს, რომ კენჭისყრის დახურვამდე უნიკალური კოდი, ყველა მათგანს მიუვა.

ამასთან, გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელის, ალექსანდრე მილორავას განაცხადებით, იმ კომპანიაზე, რომელიც არჩევნების ელოექტორნულად ჩატარებას უზრუნველყოფს, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

„იყო ჰაკერული შეტევა სისტემაზე, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ბოროტმოქმედებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში. ფაქტები რჩება ფაქტებად და აუცილებელია მოკლე დროში გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხევვაში არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს ფაქტები შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა მილორავამ.

ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი მუმლაძესა და ნონა მამულაშვილს შორის, საკუთარი სიმპათია, უკვე გამოხატა ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვინც არ უნდა მოექცეს პარტიული იერარქიის სათავეში, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ რეინკარნაციას მაინც ვერ შეძლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×