რეზონანსი
29.01.2023

ყოფილი პრეზიდენტის დედა „ქრონიკის" კითხვამ გააღიზიანა - ვის გულისხმობდა პატიმარი სააკაშვილი, როდესაც გერმანულ გამოცემა „შპიგელს" განუცხადა, რომ საქართველოში ფაქტობრივად მოტყუებით ჩამოიყვანეს და ამაში რუსეთში ჩანერგილი აგენტების ხელი ურევია, - გიული ალასანია ამბობს, რომ დეტალები არ იცის.

„არ ვიცი რას გულისხმობს ჩემი შვილი, რაც დაწერა იმას გულისხმობს, უკრაინაზეა საუბარი. როდის მიხვდა ეგეც არ ვიცი, რაც წერია მეც ის ვიცი მხოლოდ. არაფრის სანაცვლოდ არ ჩამოსულა, მოენატრა თავისი ქვეყანა, ნოსტალგია ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა,იმისთვის, რომ ამ მიწაზე ფეხი დაედგა. არასდროს მითქვამს, რომ ახლობლების გარემოცვამ დაარწმუნა, რომ ჩამოსულიყო. ასეთი რამ არასდროს მითქვამს",- განაცხადა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×