რეზონანსი
29.01.2023

მიმდინარე დღეებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და ღამის უარყოფითი ტემპერატურაც შეიცვლება, ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

"შედარებით ძლიერი ყინვა დედაქალაქში ამაღამაც შენარჩუნდება და დაახლოებით -4 გრადუსის ფარგლებში იქნება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში ღამის საათებში -2, +3 გრადუსის, დასავლეთ საქართველოში კი +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 30 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმეს, მთაში ზოგან მოთოვს.

მიმდინარე დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, დროგამოშვებით მცირე ნალექი აღინიშნოს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ტემპერატურა დაახლოებით +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ზეგ ღამის საათებში +1, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, 30 იანვარს შესაძლებელია მცირე წვიმა, ღამის საათებში +3, დღისით +10 გრადუსი იქნება"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×