რეზონანსი
15.02.2023

როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მსგავსი რეზოლუციები აბსურდულია და იგივენაირად, როგორც წინა შემთხვევებში, ევროსაბჭო და ევროკომისია მას არც ამჯერად გაიზიარებს.

"საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს შემდეგ არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო - ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს.

ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა იგივე მოხდა დღეს და იგივე ხდებოდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის პირდაპირ კატასტროფა," - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×