რეზონანსი
19.02.2023

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიას აზრით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები.

„რეზოლუციაში არის ბრალდება, რომ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და არის ვენდეტა მისი მხრიდან. ეს რეზოლუციები მართლა პირველი შემთხვევა ხომ არის, არა? ფაქტობრივად, ყოველგვარი ფაქტების და დადასტურების გარეშე ხდება სერიოზული ბრალდებების წამოყენება. ზოგადად, ჭეშმარიტება არის ფაქტებში, ხოლო როგორც კი ჭეშმარიტება ირღვევა, ფაქტები არ დასტურდება და ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია, საზოგადოებაში ჩნდება შიში, პირველ რიგში – თავისუფლების დაკარგვის შიში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენ დავკარგოთ ეს შიში.

ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა წელიწადზე მეტი ითანამშრომლეს. მიშა იყო აქ პრეზიდენტი, ბიძინა კი პრემიერ-მინისტრი და ივანიშვილს რომ ნდომებოდა, რა, რთული იყო მიშას აქ, ადგილზე დაკავება? ან არაჟანში ბიძინამ ჩასვა? ჩატენა თავისი ხელით და წამოიყვანა საქართველოში, რომ ვენდეტა მოეწყო მისთვის, თუ საიდან მოიტანეს ეს ვენდეტა? 

ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ სანქციების აფოფრილი მცდელობა და გაუთავებლად რაღაცების დაბრალება რა არის? მე მაინტერესებს ერთი სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი, რა დააშავა ბიძინა ივანიშვილმა. შეიძლება, მუდმივად კაკბები, გნოლები და დატყვევებული ხეები იძახო? კარგი, რა! ვინმემ ხომ შეიძლება, თქვას, რომ ამ ადამიანმა თავის ქვეყანას ეს დაუშავა, მაგრამ ასეთი რამ არ არის“, – განაცხადა გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ხოფერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×