რეზონანსი
21.02.2023

„ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მომხრეა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი რაც შეიძლება მკაცრი იყოს.

„ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან 100%-ით თუ არა, 80%-ით მინიმუმ, სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელია საქართველოში. ემთხვევა ეს ინტერესები საქართველოს ინტერესებს? აღმოჩნდა, რომ ეს კანონი გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკის. ავიღოთ და გადმოვწეროთ ერთი-ერთში ზუსტად ის ამერიკული კანონი და მერე რას იტყვიან და როგორ იტყვიან, ვნახოთ ერთი. მე მომხრე ვარ, ის [კანონი] იყოს მაქსიმალურად მკაცრი", - აცხადებს დეპუტატი.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის" კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×