რეზონანსი
21.02.2023

ჩვენ ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ ამერიკული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„შევისწავლეთ რუსული კანონიც და იერარქიულად ჩვენ შეგვიძლია სიმკაცრისა და სიხისტის მიხედვით შემდეგნაირად დავალაგოთ: პირველი არის რუსული კანონი, მეორე არის ამერიკული კანონი და მერე ყველაზე ოპტიმალურია - „ხალხის მიერ" ინიცირებული კანონპროექტი, სადაც არის მარტივი ფორმულა, რომ უნდა თქვას, საიდან ფინანსდება, რამდენით ფინანსდება, დარეგისტრირდეს და გააგრძელოს საქმიანობა. პრეზიდენტთან კანონი მიდის მაშინ, როდესაც პარლამენტში ის მიიღება სამი მოსმენით. რა იცის ქალბატონმა სალომემ, რა ტიპის კანონი შევა მასთან ხემოსაწერად", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის" კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×