რეზონანსი
21.02.2023

ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული და თანაბრად იყოს დაცული ერთი მხრივ ბიზნესის, მეორეს მხრივ კი მომხმარებლის ინტერესები ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პრემიერის ინიციატივა, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, პარლამენტი მზად არის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერთოს. რაც მთავარია, დაბალანსებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და თანაბრად დაცული იყოს ერთი მხრივ ბიზნესის და მეორეს მხრივ მომხმარებლის ინტერესები და უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ძირითადი პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირებაზე მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×