რეზონანსი
21.02.2023

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა სურამთან. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ,,ტვ მონიტორინგმა" გაარკვია, დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

25 წლამდე ბიჭი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. „დიდი სიჩქარით მოდიოდა მსუბუქი მანქანა და სატვირთოს შეეჯახა. 25 წლამდე ბიჭი იჯდა საჭესთან. ახალგაზრდა ბიჭები შეეწირნენ. ძალიან საშინელი ტრაგედიაა" - უთხრა "მონიტორინგს" თვითმხილველმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×