რეზონანსი
22.02.2023

ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამ ფაქტის გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და ის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შემოწმდა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე არაფერი მიანიშნებდა. ბელგიელი ექიმების დასკვნით, პატიმარი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×