რეზონანსი
22.02.2023

ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტია. ამიტომ ჩვენ შევარბილეთ და წარვადგინეთ ის კანონორიექტი, რომელიც ახლა არის დაინიცირებული, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ახლა ჩვენ შევთავაზებთ ოპოზიციას და ზოგადად საზოგადოებას ამ ორივე ვარიანტს. ერთი ერთში გადმოვიტანთ ამერიკულ ვარიანტს. იმედია, აქ მაინც არ იქნება სპეკულაციები და ამერიკულ კანონზე არ იტყვიან, რომ ეს რუსული კანონია. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს და რადგან ამას ვერ იტყვიან, დარჩება ერთადერთი საშუალება თქვან, ამერიკაში ეს კანონი კი კარგია, მაგრამ საქართველოში თურმე ვერ ივარგებს. ესეც თქვან, ოღონდ საჯაროდ ეს უნდა აღიარონ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა. 21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×