რეზონანსი
25.02.2023

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის წლის­თავ­ზე, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში კი­დევ 92 ადა­მი­ა­ნი და­ა­მა­ტა, რო­მელ­თა­გან 70-ზე მეტი მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან.

სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდნენ "გა­ზპ­რო­მი­სა" და აერ­ოფ­ლო­ტის 20 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მათ შო­რის "გა­ზპ­რო­მის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვიქ­ტორ ზუბკო­ვი და ორი მოქ­მე­დი რუსი მი­ნის­ტრი.

სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს 5 ირა­ნელ ჩი­ნოვ­ნიკს Qods Aviation Industry-დან, იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იყე­ნებ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა თინა კან­დე­ლა­კის მე­უღ­ლე ვა­სილ ბროვ­კო. კან­დე­ლა­კი მე­უღ­ლის და­სან­ქცი­რე­ბას "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- ჩემი მე­უღ­ლე ვა­სი­ლი ბროვ­კო ისევ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია. ახლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და­ე­მა­ტა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და კა­ნა­დას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და ერთ რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა.

პირ­ვე­ლი, რო­გორც ვა­სი­ლის­თვის, ასე­ვე ჩემ­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი, მისი კულ­ტუ­რა - ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე არ არის. ჩვენ არ შევ­წყვეტთ ამე­რი­კუ­ლი ან ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნას, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას, ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბას, ამ ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. სან­ქცი­ებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აწე­სე­ბენ მათი ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­დი­ან და მი­დი­ან. სან­ქცი­ე­ბი ჩვენ­თვის არ ნიშ­ნავს ავ­ტო­მა­ტურ სი­ძულ­ვილს ან კულ­ტუ­რის „და­ქენ­სე­ლე­ბას," რო­გორც ეს მო­დუ­რია დღეს და­სავ­ლეთ­ში რუს ხალ­ხთან და რუ­სულ კულ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ბრი­ტა­ნუ­ლი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი მრა­ვა­ლი წე­ლია მოქ­მე­დებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ­თან დი­ვერ­სი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ბლო­გე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ქსე­ლე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სე­მი­ნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აშ­კა­რაა, რომ „ნის­ლი­ა­ნი ალ­ბი­ო­ნის" მმარ­თვე­ლი ელი­ტის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძი­რის გა­მო­თხრაა. და რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე ზე­წო­ლის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტია.

ახლა კი მე­ო­რე მო­მენ­ტი, აღ­წევს თუ არა ეს სან­ქცი­ე­ბი თა­ვის მი­ზანს? - ნამ­დვი­ლად არა. პი­რი­ქით, მათ აქვთ სა­პი­რის­პი­რო ეფექ­ტი. სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ სა­ა­მა­ყოა. და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ჩვენ­თვის უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია და­კე­ტი­ლია. ჩვენ არ გვაქვს აქ­ტი­ვე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ და არც არას­დროს გვქო­ნია.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, კა­ნა­დამ და ახლა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ა­ფა­სეს ჩემი მე­უღ­ლის ვა­სი­ლი ბროვ­კოს წვლი­ლი რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ახლა ჩვენ კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­მუ­შა­ოთ..."- წერს კან­დე­ლა­კი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×