რეზონანსი
25.02.2023

რადიკალური ოპოზიცია ახერხებს, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც კი დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ და დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის გამო ოპოზიცია საზოგადოებისგან პასუხს იღებენ.

„ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა. ხედავთ, რომ თვითონაც არ ეკიდებიან სერიოზულად ბოიკოტს, გააუფასურეს უკვე საერთოდ ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა. სიტყვა პერმანენტულმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან გადაიქცა რაღაც ერთწუთიან აჟიოტაჟად. ასე, რომ ესაა ერთადერთი, რასაც ახერხებს რადიკალური ოპოზიცია, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. შედეგი, საბოლოო ჯამში, ეს არის და საბოლოოდ, პასუხს იღებენ საზოგადოებისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×