რეზონანსი
25.02.2023

102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.

სუბარის განცხადებით, „მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან":

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"..., - კოლაუ ნადირაძე. 102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი.

70-წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული კუთხის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (შიდა ქართლი) ოკუპაცია.

მწამს, მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან", - წერს სოზარ სუბარი.

საბჭოთა ოკუპაციიდან დღეს 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×