რეზონანსი
07.03.2023

მე მაქვს იმედი, რომ ის შეძლებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იყოს. ჩემთვის კომპრომისია, რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა და ამაზე თვალი უნდა დავხუჭო, მაგრამ ამას ვაკეთებ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე განაცხადა.

„კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ, ეს აუცილებელია და კონსენსუსისთვის ვფიქრობ, რომ ეს კომპრომისი შესაძლებელია", - განაცხადა სამნიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×