რეზონანსი
07.03.2023

პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების მხარდაჭერისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდა.

როგორც მან განმარტა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილების გამო თითოეული პარლამენტარის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მაღალი იქნება.

„გულწრფელად მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. პატივცემულო კოლეგებო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილების გამო თითოეული პარლამენტარის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მაღალი იქნება. ამიტომ მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი ამ რუსულ პროექტს. არავის უნახავს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასული ადამიანი ბედნიერი ყოფილიყოს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×