რეზონანსი
07.03.2023

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით "ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა".

მან საზოგადოებას ერთიანობისა და კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

„ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონეს. შესვენებაც არ გამოაცხადეს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, ყველა დეპუტატი, ვინც გასული იყო შენობიდან, უკან მობრუნებულიყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს საზოგადოების ერთობა. ყველა, ვინც ამ დღეების განმავლობაში ხმას იღებდა და ხმა ამოიღო ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. ჩვენ ვიქნებით აქ, მაქსიმალურად ხელს შევუშლით ამ კანონპროექტის მიღებაში, მაგრამ ყველამ ერთად, როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია. გელოდებით ყველას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ეს არ გაუვიდეთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×