რეზონანსი
07.03.2023

პლენარული სხდომა ისევ აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტთან, სადაც აქცია დღის პირველ ნახევარში დაიშალა, აქტივისტები ისევ შეიკრიბნენ.

ისინი აგენტების ამერიკული კანონპროექტების განხილვას სასტვენებით და შეძახილებით აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივები არ უნდა მიიღოს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

"ეს ვერსია არეგულირებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობს, რომლებიც საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებდნენ. განსხვავება ის არის, რომ ამ იდეების რეალიზაციისთვის დახმარებას სთხოვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამ ტიპის ორგანიზაციები ცხადდება აგენტებად. ხალხს ეთქმის სიტყვა ყველა დემოკრატიაში, ამიტომ ხალხმა უნდა დააფიქსიროს ევროპული არჩევანი,"- აცხადებს საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

აქციაზე ასევე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

"მივმართავ იმ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებსაც წლების განმავლობაში არც ერთი პარტია არ მოსწონდა, მაგრამ ნერვიულობდა ამ ქვეყნის მომავალზე - აი ეს ხალხი უნდა შევიკრიბოთ დღეს. ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ. ამის შემდეგ კი, როდესაც არჩევნები იქნება შეგვიძლია გავიყოთ, მაგრამ ახლა უნდა შევიკრათ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×