რეზონანსი
07.03.2023

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში, მოსაწევ ოთახში, სადაც კამერები არ არის მას და გიორგი ვაშეძეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ.

პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი.

მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!", - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×