რეზონანსი
21.04.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ ფონზე, ვერ ხედავს, როგორ შეიძლება, პარტიამ მუშაობა განაგრძოს.

სამხარაძე ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უახლოს მომავალში დაიშლება.

„პარტიას ტოვებენ ლიდერები და მათ არ აქვთ არანაირი საერთო იდეოლოგია, მსოფლმხედველობა. შესაბამისად, პირადი წყენების გამო ერთმანეთთან ბრძოლა და შეურაცხყოფის მიყენება მიმდინარეობს. ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, პარტიამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ალბათ ეს პარტია ახლო მომავალში რამდენიმე ნაწილად დაიშლება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×