რეზონანსი
21.04.2023

დღეს, 21 აპრილს, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N47-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. ინფორმაციას კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 21 აპრილს, 12:30 საათიდან დაიწყო, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და საღამოს 22:00 საათზე დასრულდება.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 21 აპრილს, 12:30 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირს და კვარტალებს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, გარდაბნის გზატკეცილს, საფერავის, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, მანავის, საექიმოს, არტურ ლაისტის, იუნკერთა ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, შოთა ნადირაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×