რეზონანსი
21.04.2023

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას ვუცხადებთ. არის ძალიან უხეში მცდელობა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გვჭირდება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×