რეზონანსი
27.04.2023

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ესტონური ERR-ი იტყობინება.

კაია კალასის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს კონფლიქტში ჩართვა არ სურთ.

„როდესაც საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, ერთადერთი ასეთი გარანტია, რომელიც რეალურად იმუშავებს, ნატოს წევრობა იქნება. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნათელი პერსპექტივა, როდესაც ომი დასრულდება. მეორე მხრივ, უკრაინას ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ ამ გზაზე წინსვლისთვის", - განმარტავს კაია კალასი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×