რეზონანსი
27.04.2023

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სამშობლოში იმყოფება. დღეს ქვეყანაში 20-მათგანი დაბრუნდა. ამ ეტაპზე, თბილისში ჩამოვიდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები.

"კურიერი" რამდენიმე მათგან ელაპარაკა. ისინი "კურიერს" სუდანში არსებულ რთულ ვითარებაზე უყვებიან.

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, შესადარებლად რას შევადარო არ ვიცი. სროლა, წყლის ნაკლებობა, მოგეხსენებათ აფრიკაში ყველაფერი რთულია, პლუს ომი დაემატა, ვერსად ვერ გადიხარ. ამ 10 დღის განმავლობაში იყო ერთგვარი ჯოჯოხეთი, რასაც ვერ გადმოვცემდით. ყველას ოჯახი გველოდებოდა. ღვთის წყალობით, მადლობა უფალს რომ მშვიდობით დავბრუნდით და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული," - განაცხადა ალექსანდრე საათაშვილმა.

რაც შეეხება კომპანია "მაი ვეის," მათი 13 წარმომადგენელი საქართველოში ხვალ დაბრუნდება. 33 პირის გაყვანა ხართუმიდან, სადაც ამ დრომდე სროლებია, ორი დღის წინ კაიროში ავტობუსებით მოხერხდა, მოგვიანებით ისინი ეგვიპტის გავლით თურქეთში გადავიდნენ. საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×