რეზონანსი
27.04.2023

სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ჩვენ რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ განმარტა, თუ რატომ არ უჭერს მხარს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობა.

„ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში ამ საკითხებთან ერთმანეთში საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება. სხვადასხვა დროსაა ინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება.

როდესაც ოპოზიციამ დააინიცირა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაცია და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა ამ გზით. მეორე, ეს არის, მათ სურთ შური იძიონ, იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე, რა თქმა უნდა, მათ სურთ რომ ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და გარკვეული გავლენა დაიბრუნონ სასამართლოზე.

სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ჩვენ რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია მომავალი სასესიო კვირისთვის ემზადება. მათ უკვე გაიარეს წინასწარი კონსულტაციებიც და პირობა დადეს, რომ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი მომავალ კვირისაც შეიკრიბება. მიზანი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია თავისი პოლიტიკით ევროპულ მომავალს აზიანებს, რასაც სახელისუფლებო გუნდი სპეკულაციას უწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×