რეზონანსი
01.05.2023

ფოთში რადიაქტიური მასალების გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ მათ ბრალდებების არ სჯერათ. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი სხვებმა განზრახ გამოიყენეს. დაკავებულის მამის თქმით, შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მასთან სახლში სამართალდამცველები ჩხრეკის მიზნით მივიდნენ. პოლიციამ ადგილზე კანონსაწინააღმდეგოო ნივთი ვერ აღმოაჩინა.

"ზუგდიდიდან მოვიდნენ ჩხრეკაზე და დაკავებაზე ასე გავიგე, სახლი რომ გაჩხრიკა იმან მითხრა რომ დაკავებულია თქვენი შვილიო. [რაზეა დაკავებული] არ უთქვამს, დაკავებულია თქვენი შვილი, მორჩა. ადვოკატი არ მინდა, ადვოკატს თანხა ხომ უნდა, მე მაგის საშუალება არ მაქვს, არ მჭირდება ადვოკატი, სახაზინო ადვოკატი იქნება და მორჩა", - ამბობს დაკავებულის მამა.

ოჯახი ასევე ამბობს, რომ მათთვის უცნობია შვილის დაკავების დეტალები. როგორც დედა "მთავარ არხთან" ჰყვება, ოჯახმა არც ის იცის, სად იმყოფება ამჟამად დაკავებული. დედის ინფორმაციითვე, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ვერაფერი გავიგეთ სად არის, მკვდარია, ცოცხალია. ავადმყოფი ბავშვია თვითონ, ერთი წაუჯიკავონ ხერხემალი გაწყდება ისეთ მდგომარეობაშია", - ამბობს დაკავებულის დედა.

ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირის დაკავების შესახებ სუს-მა ინფორმაცია დღეს, 1 მაისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებული რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×