რეზონანსი
09.05.2023

ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ამიტომ საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისი, რაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.

"დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ და ვიცით, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა.

ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოს გაწუელი ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება.

მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×