რეზონანსი
10.05.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი IRI-ის გრანტების გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. როგორც ის აცხადებს, აღმოჩნდა, რომ „IRI პირდაპირ აფინანსებს ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გაშინაურება ხდება ახალგაზრდების."

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ IRI-სა და სხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, არამიზნობრივად მიემართება დაფინანსებები პოლიტიკური პატიების მიერ ჩამოყალიბებულ ენჯეოებში.

"მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და წახალისებისთვის და ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ აღარ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა. როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, ეს არის შოკისმომგვრელი.

მე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ორგანიზაციებს, ჩახედონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება და შემდეგ რომ არ იყოს საუბარი, რომ თითქოს ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება, პირდაპირ ხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს და ამიტომ მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×